უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას აღადგენს

კომპანია Ukrferry ჩერნომორის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავს.

უკვე ცნობილია, რომ პირველი რეისი 2 ივლისს შესრულდება და ერთი გზის ხანგრძლივობა დაახლოებით 60 საათი იქნება.

როგორც Ukrferry-ის საიტზე არის მითითებული, მარშრუტზე იმუშავებს კაუნასის საგზაო-სარკინიგზო -სამგზავრო ბორანი, რომელიც 1989 წელს გერმანიაში აშენდა. მასში 250 ადგილია, რომელთა შორის ლუქსი, ნახევრად ლუქსი, ასევე ორ და სამ-ადგილიანი კაიუტებია.

„ორ სატვირთო გემბანზე შესაძლებელი იქნება 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 დიდტვირთიანი ავტომობილის განთავსება“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, საბორნე მიმოსვლა უკრაინასა და საქართველოს შორის, ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.

ეკა დარჩიაშვილი