ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა ტაიფუნების დროს აღარ გაჩერდება

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა ტაიფუნების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ვაჭრობას აღარ შეაჩერებს.

ამის შესახებ Hong Kong Exchanges & Clearing Ltd-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ლიმ განაცხადა.

ცვლილებები 23 სექტემბრიდან შევა ძალაში.

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა წელიწადში, დაახლოებით, 6-8 ტაიფუნს აწყდება და განსაკუთრებით მძიმე სტიქიური მოვლენის დროს ვაჭრობას ტრადიციულად აჩერებს.

ამასთან, ვაჭრობა ხშირად მაშინაც ჩერდება, როცა „ექსტრემალური პირობები“ ცხადდება, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძიმე შეფერხებები, წყალდიდობა, დიდი მეწყერი და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა.

ეს ფაქტორი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟას მსოფლიოს სხვა წამყვანი სავაჭრო პლატფორმებისგან განასხვავებს, რომლებიც ამინდის ყველანაირ პირობებში მუშაობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ