10 სახელმწიფო უწყება, რომელმაც ევროკავშირისგან ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო

ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების სახით 2019-2024 წლებში საქართველოში სამინისტროებმა 10-ჯერ მეტი თანხა მიიღეს, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირმა საჯარო სექტორს 517.82 მლნ ევროს მხარდაჭერა გაუწია, სამოქალაქო საზოგადოებას 46.1 მლნ ევრო, ხოლო კერძო სექტორს 6.1 მლნ ევრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით დაფინანსება ევროკავშირის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო და მისი რაოდენობა 111.55 მლნ ევროს შეადგენდა.

ევროკავშირის 10 ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი საქართველოში 2019-2024 წლებში:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები - 111.55 მლნ ევრო;
  • ფინანსთა სამინისტრო - 101.40 მლნ ევრო;
  • თავდაცვის სამინისტრო - 62.75 მლნ ევრო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 57 მლნ ევრო;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 30.5 მლნ ევრო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 25.07 მილიონი ევრო;
  • მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია - 19 მილიონი ევრო;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 12.85 მილიონი ევრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 10.5 მილიონი ევრო;

მთავრობის ადმინისტრაცია - 7.4 მილიონი ევრო.

მერი ტაბატაძე