ამერიკული ავტომობილების იმპორტი 21%-ით შემცირდა - რა ღირს ერთი მანქანა

აშშ-იდან ავტომობილების იმპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საქართველოში 46,226 ერთეული (549.952 მლნ აშშ დოლარი) ამერიკული მანქანა შემოვიდა, რაც 21%-ით ნაკლებია (თანხებში 23%-ით ნაკლები) წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასული წლის 5 თვეში აშშ-დან 58 519 ერთეული (714,186 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან, წელს 5 თვეში საქართველოში ჯამში 65 455 ერთეული (967.364 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი შემოვიდა, აქედან აშშ-ზე 70,6% მოდის, რითაც მთავარ იმპორტიორებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს აშშ-დან იმპორტირებული მანქანა, საშუალოდ, დაახლოებით 11,9 ათასი აშშ დოლარი ღირს. თუმცა, მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, ფასი შეიძლება მეტი, ან ნაკლებიც იყოს.

ნინი ქეთელაური