ტაქსი უფასოდ

ადამიანი, რომელიც მოხალისეებს უფასო მგზავრობას სთავაზობს.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადამიანების უმეტესობა გააერთიანა, თუმცა ზოგიერთები ამ ფაქტებით ხელის მოთბობას ცდილობდნენ.  სოციალურ ქსელში ხშირად წერდნენ, რომ ტაქსის მძღოლები გასამმაგებულ თანხებს ითხოვდნენ მგზავრობისას, ელიავას ბაზრობაზე კი ნიჩბებს 4 ლარის ნაცვლად, 8 ლარად ყიდდნენ. თუმცა, დღეს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ტაქსის ფოტო,  ტრაფარეტით - "უფასო". მძღოლი იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს დაზიანებულ ქალაქს ასუფთავებენ და მოხალისეებად მუშაობენ, უფასო მგზავრობას სთავაზობს.

სოციალურ ქსელში "უფასო ტაქსის" მძღოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.