კაზინო "აჭარა" სტიქიით დაზარალებულებს 100 000 ლარით დაეხმარება

კაზინო "აჭარა", რომლის მთავარი აქციონერია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, სტიქიით დაზარალებულებს 100 000 ლარით დაეხმარება.

"კაზინო "აჭარა", რომლის მთავარი აქციონერი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია, მწუხარებას გამოხატავს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს. რამდენიმე ათეულ ოჯახს დაუზიანდა საცხოვრებელი, ზოგიც კი ჭერის გარეშე დარჩა. შექმნილი ვითარების მძიმე შედეგების სწრაფად დასაძლევად კაზინო "აჭარის" მენეჯმენტმა, ბატონ დავით იაკობაშვილთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება გასაჭირში მყოფი თბილისელებისათვის აუცილებელი დახმარების აღმოსაჩენად 100 000 ლარი ჩარიცხოს თბილისის მერიის სპეციალურ ანგარიშზე", - ნათქვამია კაზინო "აჭარას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.