საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.

ადგილზე შესაბამისი სამსხურები არიან მობილიზებული. მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.­

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.