„რეკორდული პრემია/დანამატები ბიუჯეტიდან - ანაზღაურების ხარჯებში მათი ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის“

2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 413.6 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს მონაცემები არ ფარავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, სახელმწიფო შპს-ებს და ა(ა)იპ-ებს.

foto-premia-idfi-1718953280.jpg

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა.

„გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი დაწესებულებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები (პრემიაზე წლიურის სარგოს 10%, დანამატზე 20%),“ - ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

danamatebi-idfi-1718953464.jpgpremiebi-idfi-1718953502.jpg

ამასთან, IDFI-ს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის.

მათივე ცნობით, გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე.

organizaciebi-idfi-1718953602.jpg