წელს, 5 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 1.488 მლნ ლარი შეადგინა, რაც 209 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში, აღნიშნულისთვის 1,697 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
რაც შეეხება კონკრეტულად მაისს, როდესაც კონტროლიორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჩანდნენ, თბილისის მერიის განმარტებით კი, ისინი გადამზადებას გადიოდნენ, 251 ათასი ლარის ჯარიმაა გამოწერილი.
თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 154,995 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 140,036 მლნ ლარი.