ჩეხეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 30 მლნ ევრო ღირს, საქართველოს კი 80 მლნ ევრო - ვინ არიან Top-5-ში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე მეორე მოწინააღმდეგე გუნდის, ჩეხეთის და ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 187.9 მლნ ევროა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო

ჩეხეთის ნაკრები:

  • თომაშ სოუჩეკი - 30 მლნ ევრო
  • პატრიკ შიკი - 22 მლნ ევრო
  • ადამ ჰლოჟეკი - 12 მლნ ევრო
  • მარტინ ვიტიკი - 12 მლნ ევრო
  • ლადისლავ კრეიჩი - 10 მლნ ევრო

ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც 3:1 დამარცხდა. ხვალ, 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიას.