2023-24 სასწავლო წელს საზღვარგარეთ 879 სტუდენტი გააგზავნეს, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, 2022-23 წელს, ჯამში 723 სტუდენტი გაუშვეს უცხოეთში სასწავლებლად.
ამასთან, წელს 524 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვდა, 199 კი კერძო უნივერსიტეტებში.
სტატისტიკის მიხედვით, გაგზავნილი სტუდენტების 18% გერმანიაზე მოდის, 9,3% - აშშ-ზე, ხოლო 6,5% - ლიეტუვაზე. უფრო კონკრეტულად:
- გერმანია - 157
- აშშ - 82
- ლიეტუვა - 57
- ესპანეთი - 56
- თურქეთი - 54
- საფრანგეთი - 49
- იტალია - 42
- პოლონეთი - 38
- ავსტრია - 36
- ჩეხეთის რესპუბლიკა - 20
იხილეთ ასევე: საქართველოში 30.7 ათასი უცხოელი სტუდენტია - რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სასწავლებლად