საქართველოში ყველაზე მეტად 100 ლარიანებს აყალბებენ

საქართველოში ყველაზე ხშირად 100 ლარიანებს აყალბებენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშიდან ირკვევა.

კერძოდ, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით - 58.1%-ით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა - 27.6%-ით შემცირდა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტის რაოდენობა ასევე შემცირდა - 62.6%-ით, ხოლო ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა 9.9 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების და მონეტების ყველაზე მეტი 52.52% 100 ლარიანებზე მოდიოდა; მას მოსდევს 1-ლარიანი მონეტები - 21%-ით; ხოლო მე-3 ადგილზეა 50 ლარიანები - 19.5%-ით.

448241055-501447265651553-7072374766443542197-n-1718963212.jpg

თაია არდოტელი