თურქეთმა მხოლოდ მაისში ახალი ხილბოსტნეულის ექსპორტი 14%-ით გაზარდა

საქართველოს ბაზარზე მაისში თურქეთიდან და ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან ახალი ხილბოსტნეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ახალი ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ხმელთაშუა ზღვის ასოციაციის პრეზიდენტ ფერჰატ გურუზმა განაცხადა, რასაც BazaarTime ავრცელებს.

მისი მონაცემებით, მაისში თურქეთმა მთლიანობაში ექსპორტზე 284 მლნ დოლარის ღირებულების ახალი ხილბოსტნეული გაიტანა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით მეტია.

ასოციაციის, ანუ რეგიონული ექსპორტის წვლილი ამ მაჩვენებელში 43%-ს, 122.4 მლნ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება რეალიზაციას, გურუზის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე 354,282 ტონა ახალი პროდუქცია გაიყიდა.

ძირითად საექსპორტო ბაზრებს რუსეთი, ერაყი და გერმანია წარმოადგენდა. კერძოდ, ერაყის მიმართლებით ექსპორტი 339%-ით, ხოლო გერმანიის ბაზარზე 26%-ით გაიზარდა. ამასთან, გურუზის თქმით, ზრდა დაფიქსირდა საქართველოს, ლიბიისა და ჩეხეთის ბაზრებზეც.

პროდუქტებს შორის ატამი ლიდერობდა, რომლის საექსპორტო მოცულობამაც 81,2 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 34,6 მლნ დოლარის ღირებულებით ბლისა და ალუბლის, შემდეგი კი 28,6 მლნ დოლარით პომიდვრის ექსპორტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ