ბოლო 10 წლის რეკორდი - 2023 წელს სახელმწიფო სექტორში 320.5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული - IDFI

2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

მათივე შეფასებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ მონაცემები ქვეყანაში სრულყოფილად არ აღირიცხება. „საქსტატის“ მონაცემები მიღებულია სამუშაო ძალის გამოკვლევის მიხედვით და წარმოადგენს მიახლოებით მონაცემებს.

dasaqmebulebi-idfi-1719000219.jpg

ამასთან, IDFI-ს ცნობით, 2023 წელს სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში (მუნიციპალიტეტების გარდა) დასაქმებული იყო 176.1 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ორგანიზაციის ცნობითვე, ბოლო 10 წლის მანძილზე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 67%-ით გაიზარდა და 59 ათასი ადამიანი შეადგინა.

ssip-idfi-1719000286.jpg