მარია ზახაროვა - სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს

სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ასეთი ზომების განხორციელების შემთხვევაში რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.