"ჯორჯიან ემერიქან ელოიზმა" სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 500 ათასი ლარი გამოყო

ქართულ ამერიკული ჰოლდინგი "ჯორჯიან ემერიქან ელოიზ" და მისი შვილობილი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" თბილისში სტიქიური უბუდურების შედაგად დაღუპული ადამიანების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"ჩვენმა ჰოლდინგმა 13 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად და დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით 500 ათასი ლარი გამოყო. ჩვენი მიზანია აღნიშნული ბიუჯეტიდან თბილისის მერიასთან ერთობლივი კოორდინაციით, დაზარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენა და თანხის ნაწილი ქალაქის აღდგენითი სამუშაოების ტექნიკური დახმარებას მოხმარდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჯორჯიან ემერიქენ ელოიზ" (Georgian American Alloys) არის მსხვილი ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს კომპანიებს "ჯორჯიან მანგანეზი", "ვარციხეჰესი" და კლინიკა "ფერომედს".

"ჯორჯიან ემერიქან ელოისის" სათაო ოფისი ფლორიდაში, მაიამიში მდებარეობს.