თუ გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ს მოიგებს, გულშემატკივრები მატარებლებით იაფად იმგზავრებენ

გერმანიაში ფეხბურთის გულშემატკივრები მატარებლებზე ფასდაკლებით მგზავრობას მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ, თუ გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ზე გაიმარჯვებს.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

აქცია იმ სამგზავრო ბარათის მფლობელებს შეეხება, რომლებიც სპეციალურად ჩემპიონატის დაწყებისთვის ამოქმედდა. მაშინ ბარათი 19,90 ევრო ღირდა, ხოლო მის მფლობელს მატარებლის ბილეთის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით სამი თვის განმავლობაში შეუძლია.

თუმცა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ფასდაკლებით მგზავრობას კიდევ ერთი წელი შეძლებენ და სამგზავრო ბარათის ხელახლა აღება აღარ დასჭირდებათ.

საქალაქთაშორისო მატარებლებზე სპეციალური სამგზავრო ფასი, ასევე, ევრო 2024-ის მატჩის ბილეთის მფლობელებისთვის მოქმედებს, რომლითაც თამაშის ნებისმიერ ადგილზე ჩასვლა 29,90 ევროდ არის შესაძლებელი.

ინიციატივა საავტომობილო ნახშირორჟანგის ემისიების, ასევე, საცობებისა და გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ