მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 7%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის საანგარიშო პერიოდში მანქანების რეექსპორტმა 795 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წელს კი რეექსპორტზე გავიდა 739.7 მლნ დოლარის ავტომობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანების რეექსპორტი ყირგიზეთში განხორციელდა და 330.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რეექსპორტზე 237.2 მლნ დოლარის მანქანა გავიდა.