2024 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვ.მ-ზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის იმავე პერიოდში მაჩვენებელი 11.7 დოლარზე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წლის მაისში ბინის ქირის ფასები 15%-ით შემცირდა.
უბნების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში ყველაზე ძვირი საშუალო ქირა ვაკეში იყო და კვადრატულზე 15.8 დოლარი შეადგინა, ყველაზე იაფი კი იყო სამგორში, სადაც კვადრატული 7.6 დოლარი ღირდა.
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, თბილისის უბნებში საშუალო ზომის ბინის ქირა კვ.მ-ზე ასე გამოიყურებოდა:
- მთაწმინდა - 14.4 დოლარი
- ჩუღურეთი - 11 დოლარი
- საბურთალო - 12 დოლარი
- კრწანისი - 10.9 დოლარი
- ისანი - 10.6 დოლარი
- დიდუბე - 9.4 დოლარი
- ნაძალადევი - 9 დოლარი
- ვაშლიჯვარი - 8.7 დოლარი
- დიდი დიღომი - 7.8 დოლარი
- გლდანი - 7.7 დოლარი