ჰონგ-კონგი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი გახდა - ტოპ-10 პროდუქტი რასაც ვყიდულობთ

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოს მთავარ იმპორტიორებს შორის ჰონგ-კონგიც მოხდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ხუთ თვეში ჰონგ-კონგი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში მე-9 პოზიციაზე იყო.

საანგარიშო პერიოდში ჰონგ-კონგიდან საქართველოში 128 141 800 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 219.3%-ით მეტია. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 40 137 900 აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტს, რისი იმპორტიც განხორციელდა ჰონგ-კონგიდან 2024 წლის იანვარ-მაისში:

  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 73 946 300 აშშ დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 11 890 080 აშშ დოლარი;
  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 7 310 580 აშშ დოლარი;
  • ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - 3 467 830 აშშ დოლარი;
  • სქემები ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობები - 1 978 410 აშშ დოლარი;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 1 756 840 აშშ დოლარი;
  • პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 1 519 680 აშშ დოლარი;
  • ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - 1 384 220 აშშ დოლარი;
  • პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარები - 1 265 030 აშშ დოლარი;
  • ქსოვილები სინთეზური ბოჭკოებისაგან, ძირითადად ან მხოლოდ ბამბის დამატებით - 1 242 990 აშშ დოლარი.

თაია არდოტელი