საქართველოს საზღვარი 209 119-მა ტრაილერმა გადაკვეთა - რა შემოსავალი მიიღო ქვეყნის ბიუჯეტმა 5 თვეში

2024 წლის იანვარ-მაისი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის 5 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 73 191 724 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 70 257 681ლარი.

შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9 მლნ ლარით გაიზარდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოს დერეფანი 209 119-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 200 736-მა ტრაილერმა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ნინი ქეთელაური