ციფრულ ეპოქაში სწრაფად იცვლება როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მოთხოვნები. დასაქმებულის მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ექცევა კორპორაციულ კულტურას, განვითარების შესაძლებლობას, მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და მეგობრულ გარემოს. დამსაქმებელი კი ცდილობს, ახალი შესაძლებლობები შეუქმნას თავის თანამშრომლებს, რაც მათ მოტივაციის ზრდასა და პიროვნული და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება.
ამასთან, სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით წინა თაობებისგან განსხვავებული მიდგომა აქვს GEN Z-ს, რომელიც მსოფლიოს ციფრული ტრანსფორმაციის ანარეკლს წარმოადგენს.
რა გამოწვევები არსებობს დღეს ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმებულების განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის კუთხით და როგორ პასუხობენ მათ სწრაფად მზარდი კომპანიები? აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Upgaming-ის ადამიანური რესურსების მართვის Upgaming-ის HR ჯენერალისტ მარიამ ზუმბაძე საუბრობს:
რა თქმა უნდა, ორგანიზაციაში ყველაზე ფასეული სიმდიდრე ადამიანური რესურსია, წლების წინ კომპანიები თავად არჩევდნენ ტალანტებს და ძირითად შემთხვევაში პრიორიტეტი იყო მათი სამსახურში აყვანა და არა შენარჩუნება და განვითარება. ახლა ბაზარზე სრულად შეიცვალა ეს სურათი და კანდიდატები თავად ირჩევენ კომპანიებს, სადაც მიეცემათ როგორც კარიერული, ასევე პიროვნული ზრდის შესაძლებლობა. რამდენიმე ძირითად გამოწვევაზე შეგვიძლია ვისაუბროთ: ბოლო წლებია, ადამიანური რესურსები ძალიან დიდი და მკვეთრი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მას უწევს მოერგოს ეპოქას, რომელშიც ციფრული ტექნოლოგიები დომინირებს. ვფიქრობ, ციფრული ტრანსფორმაცია პოზიტიურ გამოწვევად უნდა განვიხილოთ, რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ და სწრაფმა წინსვლამ, განაპირობა ადამიანური რესურსის მართვის შიდა პროცესების გადახედვა და ცვლილება. ახლა უკვე შესაძლებელი გახდა მრავალი ისეთი პროცესის სრულად გაციფრულება, რაც ორგანიზაციის შიგნით იმართებოდა.
მსოფლიო სამუშაო ძალის დეფიციტს ისევ განიცდის, შესაბამისად HRM-ის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მსოფლიოსა და საქართველოში კვლავაც რჩება ტალანტების მოზიდვა, გადინების შემცირება და თანამშრომლების მუდმივ მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა. ვფიქრობ, ასევე ერთ-ერთი ბიზნეს გამოწვევა თანამშრომლების ბედნიერებაზე ზრუნვაც არის.
საინტერესოა პრაქტიკა, რომელიც მსხვილმა, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებმა ამ გამოწვევების საპასუხოდ დანერგეს. მათ შორის Upgaming-ის მაგალითზე როგორ პასუხობთ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და რა ნაბიჯებს დგამთ კვალიფიციური კადრებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად?
Upgaming-ი უკვე წლებია, რაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ და მუდმივად გაუმჯობესებისა და განვითარების პროცესში ვართ. ჩვენი წარმატების მთავარი საწინდარი სწორედ მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდია. რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა პროფესიონალი კადრების მოზიდვა და შენარჩუნება, თუმცა სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Upgaming-მა ეს დაბრკოლება წარმატებით გადალახა. აღნიშნული კი განაპირობა კომპანიის სწრაფი განვითარების ტემპმა.
ციფრული პროექტები, რომლებზეც ვმუშაობთ, მუდმივად ქმნის საინტერესო და რთულ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრებისთვის კარიერულად კიდევ უფრო განვითარების და მოტივაციის ძირითადი წყაროა.
გარდა ამისა ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ კარიერაში პირველ ნაბიჯებს, ჩვენთან აქვთ უამრავი შესაძლებლობა წარმატებას მიაღწიონ და განვითარდნენ.
სტაჟირების ეტაპიდანვე ვეხმარებით მათ განვითარების გეგმის შექმნაში და ვცდილობთ, დავანახოთ ისეთი მიმართულებები, რომელშიც საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს უფრო ეფექტურად გამოიყენებენ.
სწრაფი ზრდა და ციფრული პროდუქტების განვითარება Upgaming-ის კულტურის ნაწილია, რომელსაც თანამშრომლები თავადვე ქმნიან, ჩვენ კი ამ პროცესში უბრალოდ ვეხმარებით. თანამშრომლებს ხელს ვუწყობთ, გაიაზრონ რას ნიშნავს საერთაშორისო პროექტებზე და პროდუქტებზე მუშაობა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს და მრავალი საერთაშორისო ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. ასევე, ვცდილობთ, მათი დასვენება და განტვირთვა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, აღმოვაჩენინოთ ახალი ჰობები, შესაძლებლობები და შევთავაზოთ გართობის ახალი იდეები.
როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, როგორ შეაფასებთ, რამდენად მაღალია ჩვენს ქვეყანაში ინტერესი IT სფეროს მიმართ? რა განაპირობებს ამას?
რა თქმა უნდა, ყოველწლიური სტატისტიკაც გვარწმუნებს, რომ საქართველოში იზრდება ინტერესი სხვადასხვა ტექნოლოგიური სფეროს მიმართ, გარდა ამისა უამრავი საერთაშორისო კომპანია ინტერესდება საქართველოს ბაზრით, განსაკუთრებით IT პროფესიონალების დასაქმებით.
ქართული შრომითი ბაზარი ამ ეტაპზე კვლავ ბევრი გამოწვევის წინაშეა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით Upgaming-ი ნერგავს საერთაშორისო შრომითი ბაზრის გამოცდილებასა და სტანდარტებს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ
ადამიანებს განვითარებისთვის კონკურენტულ გარემოში ყოფნა სჭირდებათ, რისი საშუალებაც ჩვენთან ეძლევათ. სწორედ ამიტომ ვითარდებიან Upgaming-ში მოსული კადრები სწრაფად და აღნიშნული ტემპი გვეხმარება მათ შემდეგომ შენარჩუნებაშიც.
გარდა მოქნილი პირობებისა, რა აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო დასაქმებულთათვის საინტერესო, მეგობრული გარემოს შესაქმნელად, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება?
ჩვენ კარგად ვაკვირდებით ჩვენი გუნდის წევრებს, მათ სურვილებს, შესაძლებლობებსა და პოტენციალს და ამის შესაბამისად ვგეგმავთ და ვახორციელებთ აქტივობებს მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. წლების მანძილზე უამრავი ასეთი პროექტი განგვიხორციელებია.
წელს გადავწყვიტეთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლებისთვის მეტი ფიზიკური აქტივობა შეგვეთავაზებინა და საშუალება მიგვეცა, საკუთარ თავში შინაგანი ბავშვი გამოაღვიძონ, ლაღად გამოხატონ თავიანთი ემოციები და არ შეუშინდნენ თავგადასავლებს.
ჩვენი კორპორაციული კულტურის მეტი ენერგიითა და ხალისით შესავსებად დავიწყეთ upრინდის საზაფხულო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით სხვადასხვა ადგილზე მოეწყობა საინტერესო, მხიარული და გამოწვევებით სავსე ინდივიდუალური/ჯგუფური აქტივობები და თამაშები.
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სფეროში? შემოიტანს თუ არა ახალი თაობა - Gen Z ახალი თამაშის პირობებს, რომელზეც კომპანიებს გადაწყობა მოუწევს?
ტექნოლოგიები ერთ-ერთია იმ სფეროებიდან სადაც Gen-z-ს შრომით ბაზარზე ბევრი უპირატესობა აქვს. რეალურად, ისინი იღებენ იმ შესაძლებლობებს, რომელიც წინა თაობებმა მისცეს. ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები ყოველთვის საერთაშორისო ბაზარზე მუშაობდნენ, შესაბამისად ჰქონდათ ის თავისუფლება რომელიც სხვა დარგების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტები აღნიშნული სფეროს შრომით ბაზარზე უკვე მრავალი წელია არსებობდა.
ამ ეტაპზემ, მსოფლიოში Gen-Z ყველაზე პოპულარული თაობაა, რომელიც მოსახლეობის მესამედს დაახლოებით (30%) შეადგენს. ის პირველი ციფრული თაობაა და იზრდებოდა ისე, რომ ფაქტობრივად არ ახსოვს სამყარო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გარეშე. Upgaming-ში დასაქმებული თანამშრომლების 55%-ც Gen Z თაობის წარმომადგენლები არიან. მათ აქვთ ახალი უნარები და ბევრი შესაძლებლობა ტექნოლოგიური კუთხით.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა თაობის წარმომადგენელს უწევს ერთმანეთისგან ისწავლონ და ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები და ხედვები გაუზიარონ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაშიც შევქმნათ გარემო, რომელშიც ყველა თანამშრომელი იგრძნობს ჩართულობას, შეძლებს საკუთარი თავის გამოხატვას, განვითარებას და იქნება კოლაბორაციაში სხვებთან.
(R)