საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემები.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში 23.4%-ით შემცირდა. თუ 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 262 459 000 აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წელს ამ მაჩვენებელმა - 967 364 300 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, მიმდინარე წელს ხუთ თვეში ქვეყანაში 65 455 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ამავე პერიოდში კი - 82 841 ერთეული.
რაც შეეხება ქვეყნებს, 2024 წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა იყო: