„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ავტომოყვარულებს ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ერთგულ მომხმარებელსა და ავტომოყვარულებს ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado, სერიით J250 წარუდგინა, და დეტალურად გააცნო ამ მაქსიმალურად კომფორტული და მძლავრი ყველგანმავლის შექმნის ისტორია, ასევე, Toyota Land Cruiser-ის სამოდელო ხაზში შეტანილი ის უპრეცედენტო ცვლილებები, რაც ავტომობილის სრულიად განახლებულ დიზაინს, ტექნიკურ მახასიათებლებს, სიმტკიცესა და უსაფრთხოების სისტემებს მოიცავს. ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს წარდგენის ღონისძიება „კიკეთის ფერმაში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, გაიმართა ტესტ-დრაივი, რომლის დროსაც Toyota Land Cruiser Prado-ს შეძენის მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ ტოიოტას უახლესი მოდელის მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები თუ მრავალფეროვანი ფუნქციონალი გამოეცადათ და მისი უპირატესობები ობიექტურად შეეფასებინათ.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ახალი ძლევამოსილი ყველგანმავალი, უპრეცენდენტოდ სანდო და კომფორტული Toyota Land Cruiser Prado-ს ექსტერიერი და ინტერიერი განახლებული, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რაც მძღოლისა და მგზავრების მაქსიმალურ დაცულობას უსვამს ხაზს.

1-shida-axali-prado-lc-250-1719221006.png

„ამ მსოფლიო ბესტსელერში განსაკუთრებულად ძლიერად იგრძნობა ტოიოტას ხარისხი, სიმტკიცე, გამძლეობა, გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და მართვის სისტემები. ამაში ნებისმიერი ავტომოყვარული დარწმუნდება როგორც გზატკეცილზე, ასევე, რადიკალური უგზოობის პირობებშიც. Toyota Land Cruiser Prado-ს შეუძლია ყველაზე რთულ რელიეფურ საფარზეც იდეალური სიზუსტით იმოძრაოს. ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს ჩარჩო, წინამორბედთან შედარებით, 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ამასთან ერთად, ავტომობილის მთელი კონსტრუქციის სიმტკიცე 30%-ით არის გაზრდილი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პრადოს ოფროუდ-ტექნიკა ინჟინერიაში ახალი საფეხურია. მხედველობაში გვაქვს მუდმივი სრული ამძრავი, ჩარჩოიანი ძარა, გაუჭრელი ღერძი უკან, დამადაბლებელი გადაცემა, დიფერენციალის ბლოკირება. ცალკე საუბრის თემაა გაუმჯობესებული და მეტად მრავალფეროვანი უსაფრთხოების სისტემებიც. ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით, მძღოლი შეძლებს ურთულეს უგზოობაშიც კი Multi-Terrain მონიტორით გააკონტროლოს ყველაფერი, რაც გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება. დარწმუნებული ვართ, განახლებული დიზაინით და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი Toyota Land Cruiser Prado მომხმარებელში დიდი პოპულარობით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გაგუას თქმით, ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado მთლიანად არის გაჯერებული ტოიოტას ახალი კონცეფციით და ამასთან ერთად, წარმოაჩენს ბრენდის უმთავრეს ღირებულებებს, რაც საიმედოობას, გამძლეობასა და კომფორტს უკავშირდება.

2-shida-axali-prado-lc-250-1719221024.png

„ახალ Toyota Land Cruiser Prado-ში ტოიოტას საინჟინრო მიღწევები იკვეთება, ის გაჯერებულია Land Cruiser-ის სამოდელო ხაზის ტოიოტასეული ახალი კონცეფციით, რაც დახვეწილობისა და ნამდვილი ძლევამოსილების ეფექტს ახდენს. რასაც ავტომოყვარულები პირველ რიგში შენიშნავენ, ეს ავტომობილის სრულიად განახლებული დიზაინია - დაკუთხული ფორმები, კანტები, მოკლე განაკიდები, მკვეთრად ფორმირებული კუთხეები, ჩარჩოიანი ძარა, რაც თვალნათლივ უსვამს ხაზს ამ ნამდვილი ყველგანმავლის ძლევამოსილებას. მისი სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე - 1,98 მეტრი, სიმაღლე - 1,87 მეტრი, თვლების ბაზა კი 2,85 მეტრს შეადგენს. მოდელში ერთ-ერთი მთავარი სიახლე წინა ღერძის სტაბილიზატორია, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს და მოძრავს ხდის, რისი მეშვეობითაც საბურავები ექსტრემალურ პირობებშიც არ კარგავს ზედაპირზე ძლიერად მოჭიდების უნარს. ასევე, სიახლეა მოხვევის სრულიად ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც გაცილებით რბილად მუშაობს. განახლებულია Multi-Terrain Select სისტემაც, ე.წ. უგზოობის კრუიზკონტროლი. განსაკუთრებული სიახლეა საჭის ელექტრონული გამაძლიერებელი, რითაც ტოიოტას ინჟინრებმა ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი ჩაანაცვლეს. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ახალი პრადო ხელმისაწვდომია როგორც სავარძლების ორი, ასევე, სამი რიგითაც - შესაბამისად, ავტომობილში შეიძლება მოთავსდეს როგორც 5, ასევე, 7 მგზავრი. მოხარული ვართ, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მომხმარებელს უახლესი Toyota Land Cruiser Prado-ს შოურუმში ნახვა და ტესტ-დრაივზე ჩაწერა შევთავაზოთ“, - აღნიშნა ნინო გაგუამ.

ცნობისათვის, SUV კატეგორიაში ტოიოტას ფლაგმანის - Toyota Land Cruiser Prado-ს მსოფლიო პრეზენტაცია იაპონიაში აპრილის ბოლოს შედგა. ახალი თაობის ავტომობილით ტოიოტა აგრძელებს Land Cruiser-ის სამოდელო ხაზის მემკვიდრეობას - „Land Cruiser-ი ნებისმიერ ადგილამდე მიგიყვანს და შინ უსაფრთხოდ დაგაბრუნებს“. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მსოფლიოში 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი ამ ლეგენდარული ყველგანმავლის საჭეს მართავს.

NS