„ლიბერთიმ“ რამდენიმე თვის წინ „რე|ბანკის" პროდუქტი "ტოპ|ქარდი" და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ "ტოპ|ქარდის" „ლიბერთის“ სისტემაში ინტეგრაციის პროცესი დაახლოებით, ორი თვის პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდა და უკვე წარმატებით დასრულდა.
ამ პერიოდში, „ლიბერთის“ გუნდმა მომხმარებელს დამატებით შესთავაზა სიახლე - ციფრული „ტოპ|ქარდი“. შედეგად, ბარათის განახლება ციფრულ ფორმატშიც გახდა შესაძლებელი.
რას ნიშნავს მომხმარებლისთვის მიგრაციის პროცესის დასრულება, რა დრო სჭირდება ციფრული „ტოპ|ქარდის“ აღებას „ლიბერთის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკში? - ამ თემაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ლიბერთის“ სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დათო სულუაშვილმა ისაუბრა.
- რას ნიშნავს „ტოპ|ქარდის“ მიგრაცია მომხმარებლებისთვის და კონკრეტულად რაში გამოისახა?
„ტოპ|ქარდის“ მიგრაცია ერთი თვის წინ, ზუსტად 20 მაისს დასრულდა. თუმცა, შემთხვევითი არაა რომ ერთი თვის თავზე ვართ თქვენთან სტუმრად და ვსაუბრობთ ამ თემაზე. ეს პერიოდი იმისთვის დაგვჭირდა, რომ პროდუქტის ერთ თვიან ციკლს დავკვირვებოდით. ამ 1-თვიანი ციკლის პერიოდში პროდუქტის ფუნქციონირების მხრივ პრობლემები არ ყოფილა. დისკომფორტი შეიქმნა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მომხმარებლების გარკვეულმა ნაწილმა ყოველთვიური დასაფარი თანხები კვლავ რე-ბანკში შეიტანა და ამან "ლიბერთიში" ვადაგადაცილება გამოიწვია. მომხმარებლებს დარიცხულ ჯარიმებს ვუკორექტირებთ, თუმცა, გარკვეული უხერხულობა მაინც შეიქმნა. რაც შეეხება კონკრეტულად მიგრაციას, ვგულისხმობ პროდუქტის შეძენის დაანონსებიდან პროდუქტის სრულ მიგრაციამდე პერიოდს, დაახლოებით ორი თვე დაგვჭირდა.
პროდუქტს, რომელსაც ქმნიდა და ავითარებდა „რე-ბანკი“ 4 წელი, ჩვენ სულ რაღაც 2 თვე გვქონდა, რომ ეს სასესხო პროდუქტი ჩვენ სისტემაში გაგვეჩინა. ტოპ|ქარდის მომხმარებლები ფილიალში ვიზიტის გარეშე დავარეგისტრირეთ და გავუხსენით მომსახურე ანგარიშები. შევქმენით გვერდი - www.libertycredit.ge, სადაც მომხმარებლები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ განაცხადის შევსებას, ამავე საიტზე შეძლებენ თვალი ადევნონ ჩვენს პარტნიორ ობიექტებთან არსებულ სააქციო შეთავაზებებს, თუ რა ვადაზე გადაუნაწილდებათ შესრულებული ტრანზაქციის თანხა. ამისთვის დავიკონტრაქტეთ 450-მდე მსხვილი კომპანია, რომელიც თავის თავში 3 000-მდე პარტნიორ ობიექტს მოიაზრებს. გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლების უმეტესობას არ სურს ფილიალის რიგში დგომა და ასევე ფიზიკური ბარათის არსებობა მათთვის აუცილებელი არ არის, შევქმენით უნიკალური პროდუქტი - ციფრული „ტოპ|ქარდი“, რომელსაც ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან რამდენიმე წამიანი პროცედურის შემდეგ მარტივად გაიაქტიურებენ.
- რატომ არის ციფრული „ტოპ|ქარდი“ უნიკალური?
ციფრული „ტოპ|ქარდი“ უნიკალურია, რადგან აქამდე არსებული პრაქტიკით, მომხმარებელს უნდა აეღო ფიზიკური ბარათი, შემდეგ მონაცემები შეეყვანა ე.წ. ვოლეტში და ამის შემდეგ დაეწყო გადახდები, ხოლო ციფრული ტოპ|ქარდის გასაქტიურებლად ფიზიკური ბარათის აღება არ გჭირდება. ინტერნეტ/მობაილ ბანკით სულ რამდენიმე წამიანი პროცედურაა საჭირო, რათა ის გაიაქტიურო. აღსანიშნავია, რომ პირველივე თვეში 8 000-მდე მომხმარებელმა თავად გაიაქტიურა ციფრული „ტოპ|ქარდი“.
- როდესაც „ლიბერთიმ“ „ტოპ|ქარდი“იყიდა, მომხმარებლებს აინტერესებდათ, "რე|ბანკის" მიერ გაცემული „ტოპქარდი“ "ლიბერთიში" როგორ ინტეგრირდებოდა...
"რე|ბანკში" არსებული ფიზიკური ბარათები არის გამოსაცვლელი. მომხმარებლების ნაწილს შეუძლია „ლიბერთის“ ნებისმიერ ფილიალში ანდა განვადების მენეჯერების არხში გამოცვალოს ბარათი. ფილიალში დაყოვნების დრო მინიმუმამდეა დასული, რადგან ბარათი უსახელოა და მისვლისთანავე ხდება ბარათის გადაცემა. ნაწილს კი შეუძლიათ არ აიღოს ფიზიკური ბარათები და ციფრული ბარათები გაიაქტიურონ. მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელმა იცოდეს, რომ ძველი ბარათებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.
- დამატებით რაიმე პირობებს თუ სთავაზობს „ლიბერთი“ მომხმარებლებს და ჰპირდება თუ არა რომ „ტოპ|ქარდის“ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს/ გააუმჯობესებს?
პირველ რიგში, ჩვენი მიზანი იყო, რომ მომხმარებლის პირობები არ გაუარესებულიყო და მათ რაიმე სახის დისკომფორტი არ ეგრძნოთ. დღეის მდგომარეობით „ტოპ|ქარდის“ აუცილებელი ფუნქციონირებისთვის რა ფუნქციონალებიც გვჭირდება, 100%-ით გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა ამ პროდუქტს აქვს გაუმჯობესების შესაძლებლობა. მაგალითად, "რე|ბანკში" არაპარტნიორ ობიექტში გადახდილ ტრანზაქციაზე, რომელიც 1 თვის თავზე უნდა დაბრუნებულიყო, მომხმარებელს შეეძლო გარკვეული საკომისიოს ჩამოჭრის ხარჯზე, ინტერნეტ ან მობაილ-ბანკიდან თავად გადაენაწილებინა გარკვეულ პერიოდზე. ჩვენ ეს ფუნქციონალი ამ ორ თვიან ჭრილში ვერ მოვასწარით. შესაბამისად,, მინდა ვუთხრა ჩვენი „ტოპ|ქარდის“ მფლობელებს, რომ მესამე კვარტალში, ანუ უახლოესი რამდენიმე თვის პერიოდში, სწორედ ეს ფუნქციონალი დაგვემატება. გარდა ამისა, სექტემბრიდან ვგეგმავთ ქეშბექების აქციის გაშვებასაც და კიდევ არაერთ სიახლეზე ვმუშაობთ, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ ჩვენს კლიენტებს.
- რა განსხვავებაა „ტოპ|ქარდის“ ფიზიკურ და ციფრულ ბარათებს შორის?
აბსოლუტურად ერთი და იგივეა ეს ორი ბარათი. ციფრულის შემთხვევაში უპირატესობა არის ის, რომ ციფრული ბარათის მფლობელებს არ უწევთ ჯერ ფიზიკური ბარათის აღება იმისთვის, რომ შემდეგ მონაცემები ვოლეტში შეიყვანონ და ტელეფონით დაიწყონ გადახდები. ციფრული ბარათი მარტივად, პირდაპირ ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან აქტიურდება. ამ დეტალის გარდა, ფუნქციით ორივე იდენტურია.
(R)