10-დოლარიან ბანკნოტზე ქალის პორტრეტს გამოსახავენ

10-დოლარიან ბანკნოტზე 2020 წლიდან ქალი იქნება გამოსახული. თუმცა, თუ ვის ფოტოს დაიტანენ 10-დოლარიანზე, ჯერ უცნობია. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უკვე განაცხადა. მათივე ინფორმაციით, 10-დოლარიანი ბანკნოტის ახალი დიზაინი უკვე შემუშავებულია და მისი გამოსვლა 2020 წელს აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 შესწორების მიღების 100 წლისთავს მიეძღვნება. სწორედ აღნიშნული შესწორებით, აშშ-ში ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ.

აშშ-ის ხაზინის მიერ შერჩეული ჯერ საზოგადოებისთვის უცნობი ქალის პორტრეტი 10-დოლარიანზე ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტს ჩაანაცვლებს. ჰამილტონი აშშ-ის ხაზინის პირველი ხელმძღვანელი და პირველი ამერიკული ბანკის დამფუძნებელი იყო. ჰამილტონის პორტრეტი 10-დოლარიანზე 1929 წელს გამოჩნდა. იგი გამომგონებელ ბენ ფრანკლინთან ერთად იმ პირთა მცირე სიაშია, რომელიც ამერიკული დოლარის ბანკნოტებზეა გამოსახული და არ იყო აშშ-ის პრეზიდენტი.