„ბიბლუსი ჯგუფი“ ამერიკული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდების Carter's & Oshkosh B’Gosh ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„ბიბლუსი ჯგუფის“ პორტფელს საერთაშორისო ბრენდები - Carter’s & Oshkosh B’Gosh შეემატა. Carter's-ი მსოფლიოში ბავშვთა ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წამყვანი ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით არის ცნობილი. ბრენდები ხელმისაწვდომია კომპანიის 1000-ზე მეტ მაღაზიაში შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.

ბრენდი უკვე წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, სადაც უკვე წელიწადზე მეტია, რაც ხელმისაწვდომია.

Carter's-ის პროდუქცია მშობლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი შვილებისთვის ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ უსაფრთხო, კომფორტული და ელეგანტური სამოსი.

„ჩვენთვის დიდი პატივია Carter's & Oshkosh B’Gosh-ის ბრენდების საქართველოში ოფიციალურად წარდგენა“, - განაცხადა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ, - „ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღალი სტანდარტის პროდუქცია და მშობლებს მივცეთ საშუალება, თავიანთი შვილებისათვის საუკეთესო ტანსაცმელი შეიძინონ. Carter's & Oshkosh B’Gosh-ის შემოერთებით, „ბიბლუსი ჯგუფის“ პორტფელი უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახდა, რაც კომპანიის მდგრადობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აღნიშნა მან.

Carter’s & Oshkosh B’Gosh-ის „ბიბლუსი ჯგუფთან“ გაერთიანება შეაფასა Carter’s INC-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა ენდრიუ ნაიტმაც:

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა „ბიბლუსი ჯგუფთან“ წარმატებით შედგა და მომავალში ერთობლივად განვაგრძობთ Carter’s & Oshkosh ბრენდების განვითარებას საქართველოში. აღნიშნული პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, ბავშვთა საუკეთესო სამოსი საქართველოში ყველა ოჯახისთვის იყოს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ენდრიუ ნაიტმა.

Carter’s-ის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია თბილისისა და ბათუმის ცნობილ სავაჭრო ცენტრებში: გალერია თბილისი, სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და ბათუმის გრანდ მოლი.

აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე „ბიბლუსი ჯგუფის“ მენეჯმენტის ქვეშ გაიხსნება კიდევ 4 მაღაზია, რომლებიც მომხმარებელს Carter’s-ის პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტს შესთავაზებენ.

„ბიბლუსი ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო რითეილერია საქართველოში. წიგნის მაღაზიათა ქსელის - „ბიბლუსის“ გარდა, ის აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: სათამაშოების მაღაზიები - „პეპელა“ და XS TOYS, კაფეების ქსელი - „წიგნის კაფე ბიბლუსი“ და ახლა უკვე ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდები Carter’s & Oshkosh B’Gosh.

დღეის მონაცემებით, ჯგუფი საქართველოში 130-ზე სავაჭრო ობიექტს ფლობს.

(R)