„პანამა, თურქეთი, ლიბერია“ - კიდევ რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემები შემოვიდა საქართველოში

საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 404 გემი შემოვიდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მათი უმეტესობა (171 გემი) ზოგადი ტიპის არასპეციალიზებული გემი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა 393 გემი, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელს რაოდენობა მცირედით, 2.8%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოსული გემების რაოდენობა ტიპების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • კონტეინერმზიდი - 94
  • ნაყარი ტვირთმზიდი - 16
  • თხევადი ტვირთმზიდი - 113
  • სპეციალიზებული - 9
  • ბუქსირები - 1

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით გემი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, პანამის დროშის ქვეშ მცურავი იყო.

უფრო კონკრეტულად, TOP 10 ქვეყანის დროშის ქვეშ მცურავი გემების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • პანამა - 72
  • თურქეთი 67
  • ლიბერია - 39
  • რუსეთი - 37
  • მალტა - 31
  • პალაუ - 20
  • ვანუატუ - 17
  • მარშალის კუნძულები - 16
  • ბელიზი - 12
  • ბარბადოსი - 10

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მგზავრთა ნაკადი საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში სულ 1 800-ს შეადგენდა, საიდანაც 1000 პირი შემოვიდა ქვეყანაში, 800 კი გავიდა. ამასთანავე, 2023 წლის იმავე პერიოდში მგზავრთნაკადი 1200-ს შეადგენდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 50%-ით არის გაზრდილი.

მერი ტაბატაძე