რუსულმა Red Wings-მა სოჭი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

რუსულმა Red Wings Airlines-მა სოჭის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები 22 ივნისიდან გახსნა. ინფორმაციას აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე სოჭიდან ბათუმში ავიარეისები არ სრულდებოდა.

რუსული წარმოების 100-ადგილიანი Sukhoi Superjet 100-ის თვითმფრინავით ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს სრულდება. პირველი რეისით სოჭიდან ბათუმის მიმართულებით 90-მა მგზავრმა იმგზავრა.

ოთხშაბათობით თვითმფრინავი სოჭიდან მოსკოვის დროით 07:20 სთ-ზე აფრინდება, ხოლო ბათმიდან 10:05 საათზე გამოფრინდება. შაბათობით ბათუმის მიმართულებით რეისი 07:00 საათზე, უკან კი 10:15 საათზე სრულდება. მგზავრობის დრო საათზე ნაკლებს შეადგენს.

რაც შეეხება ფასებს, მაგალითად, ხვალინდელ სოჭი-ბათუმის რეისზე ბილეთის ღიებულება ერთ მგზავრზე 30,200 რუბლს (346 დოლარს) შეადგენს, ხოლო ბათუმიდან სოჭში ავიამგზავრობა 20,870 რუბლი (240 დოლარი) ჯდება.

ცნობისთვის: 2019 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა, Red Wings-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 2023 წლის ივლისში შეასრულა. 2023 წლის მაისში პუტინის ბრძანებულებით საქართველოს მიმართულებით ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ