რა გვიჯდება „ევრო-2024“-ის ჩარტერული ფრენების სუბსიდირება

გერმანიაში „ევრო 24“-ზე დასწრების მსურველთა ჩარტერული რეისებით გადაყვანისთვის, ფინანსთა სამინისტროს სუბსიდირებული ფრენებისთვის თანხის გამოყოფა დაევალა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1.5 მლნ ევროს ეკვივალენტი ლარში უნდა გამოყოს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 18 (თურქეთის ნაკრებთან) და 22 ივნისს (ჩეხეთის ნაკრებთან) მატჩები უკვე გამართა. ამასთანავე, ეროვნული ნაკრები 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, „ევრო 2023“-ზე დასწრების მსურველებისთვის მთავრობამ ჩარტერული რეისები დანიშნა, რაც ბიუჯეტიდან დასუბსიდირდა. სუბსიდირების პირობებში მოქალაქეებს 1 გზის ბილეთის შეძენა 195 ევროდ შეუძლიათ.

მერი ტაბატაძე