ადგილობრივ დონეზე გააქტიურებულია ბიზნეს ტურიზმი - ჰოტელიერი

ქუთაისში მდებარე სასტუმრო „ვესტ ინნ ჯორჯია“ 81.7%-ით არის დატვირთული, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივნისის დასაწყისში შედარებით მცირე იყო ჯავშნების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპისთვის მოთხოვნა მაღალია. მურაჩაშვილის თქმით, სასტუმროში ძირითადად ტურისტები ტაილანდიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან არიან.

„ქუთაისის სასტუმრო ივნისის მეორე ნახევრიდან საკმაოდ კარგად არის დატვირთული, საერთო დატვირთულობის დაახლოებით 81.7%-ზე ვართ ბოლო ორი კვირაა. ივნისის პირველი ნაწილი იყო ვარდნა, მაგრამ მეორე ნაწილიდან საკმაოდ გამოსწორდა მდგომარეობა. არიან ტურისტები ტაილანდიდან, პოლონეთიდან, ისრაელი დაიწყო და გააქტიურდა, გარდა ამისა, აქტიურად არიან ინდივიდუალური თრეველერები შემოდიან ძალიან ბევრი საუდის არაბეთიდან და გალფის ქვეყნებიდან“, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს, ჰოტელიერის თქმით, ადგილობრივ დონეზე გააქტიურებულია ბიზნეს ტურიზმი. მაგალითისთვის, „ვესტ ინნ ჯორჯიაში“ დღის განმავლობაში 1-2 კონფერენცია მაინც ტარდება.

„ასევე, გააქტიურებულია ადგილობრივი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ან კორპორაციული ჯგუფები. ჩვენი გვაქვს ორი საკონფერენციო დარბაზი და გააქტიურებულია თითქმის ყოველ დღე 1-2 კონფერენცია გვაქვს. ადგილობრივი ტურიზმი უფრო ბიზნეს ტურიზმია გააქტიურებული ბოლო პერიოდში და ეს ჯავშნები ივლისის შუა რიცხვებამდე არის“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მერი ტაბატაძე