არაორდინალურ, წარმოუდგინელ ვითარებაში ვართ. ეს არის რეალობა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს ხელისუფლებაზე სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები, რაც უფრო დრო გავა , - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმის - "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში ექცევა.
“ჩვენ დიდი ხანია ამ რეალობაში ვცხოვრობთ, უბრალოდ, პერიოდულად ეს განცხადებები შეგვახსენებს, რამდენად მძიმეა საქართველოს რეალობა. რეალურად საქართველოს ხელისუფლება ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში. ის არის ხელისუფლება, რომელსაც უკვე ღიად ხელს აღარ ართმევენ, ღიად საუბრობს დასავლეთი იმაზე, რომ აღარ შეხვდებიან, მინიმუმამდე დავა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი დასავლეთის მხრიდან დასანქცირებულები არიან. არაორდინალურ, წარმოუდგინელ ვითარებაში ვართ. ეს არის რეალობა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს ხელისუფლებაზე სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები, რაც უფრო დრო გავა და კიდევ მეტად ეცდება ხელისუფლება, რომ ავტორიტარულ მართველად იქცეს”, - განაცხადა ლომჯარიამ.