რკინიგზის მგზავრთა უფლებების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება

რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა, გამოიწვევს იურიდიული პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით. ამის შესახებ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო იქნება.

ამასთან, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტიდან, რომლის მიღებასაც საქართველოს ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.

რაც შეეხება მგზავრთა კონკრეტულ უფლებებს, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტშია გაწერილი.

პროექტის ავტორია საქართველოს მთავრობა, ფულადი სანქციები კი 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ნინი ქეთელაური