"სანქციები ვიღაცისთვის დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ"

ვიღაცისთვის სანქციები დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ დაწესებული სავიზი სანქციები შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს.

ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით აშშ-ში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

„იმ ადამიანის დასანქცირება, ვინც სჩადის გაუგონარ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, სანქციების დაწესება გარდაუვალია და ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს. ვიღაცისთვის დაწესდება დღეს, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება “, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.