ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას გაეცნენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები დაიგეგმება.

ეკა დარჩიაშვილი