მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან 15 მლნ ევროს ისესხებს

საქართველოს მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) 15 მილიონი ევროს ოდენობის სესხს იღებს. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოცემული თანხა ბათუმში ურბანული მობილობის განვითარებისკენ მიემართება.

რაც შეეხება ფინანსურ პირობებს, სესხი 15-წლიან პერიოდზეა გათვლილი, საიდანაც საშეღავათო პერიოდი 10 წლით განისაზღვრა.

განკარგულების მიხედვით, სესხის წლიური ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 0.75%-ით განისაზღვრა.

ცნობისთვის, მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან 19 ივნისის განკარგულებით, 100 მლნ ევროს სესხებაც გადაწყვიტა.

იხილეთ ასევე: მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან 100 მლნ ევროს ისესხებს

მერი ტაბატაძე