სტიქიით დაზარალებულებს ჩინური კომპანია 80 ათას ლარს გადაურიცხავს

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ 80 ათასი ლარი შესწირა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ამ დროისთვის გმირთა მოედანზე იმყოფებიან და სტიქიის შედეგებს ეცნობიან. როგორც საკრებულოს დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა, კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა, თუმცა ჯერ ინვესტიციების ჩადება არ დაწყებულა.

მუსხელიშვილის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ პირველ ეტაპზე დაზარალებულების ანგარიშზე 80 ათასი ლარი გადარიცხონ. "ეს იქნება კომპანიის პირველი შესაწირი, შემდეგ კი ისინი აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან და ნაწილობრივ თავად დააფინანსებენ, ნაწილობრივ კი სახელმწიფოსთან შეთანხმებით", - განაცხადა მუსხელიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ჩინური კომპანია გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას ახორციელებს.