ადგილობრივი კარტოფილის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ

2024 წლის იანვარ-მაისში ქართული წარმოების კარტოფილის ექსპორტი წლიურად 334%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის პირველ 5 თვეში ადგილობრივ ექსპორტზე 173 ათასი დოლარის 1 106 ტონა კარტოფილი გავიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 750 ათასი დოლარის 2 246 ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს 1 კგ-ის საექსპორტო ფასი 0.15 დოლარი იყო, მიმდინარე წელს კი 0.33 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული წარმოების კარტოფილი საექსპორტო ფასი 120%-ით არის გაზრდილი.

2024 წლის იანვარ-მაისში კარტოფილის ადგილობრივი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:

  • აზერბაიჯანი - 743 470 დოლარი 2 225 ტონა
  • ბელარუსი - 6 280 დოლარის 21 ტონა

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კარტოფილის იმპორტი 69%-ით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს იმპორტირებულია 5.769 მლნ დოლარის 20 394 ტონა კარტოფილი, ხოლო მიმდინარე წელს 1.794 მლნ დოლარის 5 626 ტონა.

ამასთანავე, მიუხედავად იმპორტის შემცირებისა, საიმპორტო ფასი გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს 1 კგ-ის იმპორტი ქვეყანას 0.28 დოლარი უჯდებოდა, წელს კი 0.31 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ საიმპორტო ფასი 11%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წელს კარტოფილი იმპორტირებულია შემდეგი ქვეყნებიდან:

  • რუსეთი - 459 ათასი დოლარის 1 736 ტონა;
  • სომხეთი - 434 ათასი დოლარის 1 659 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 396 ათასი დოლარის 591 ტონა;
  • თურქეთი - 330 ათასი დოლარის 977 ტონა;
  • ბელარუსი - 165 ათასი დოლარის 625 ტონა;
  • ირანი - 10 ათასი დოლარის 39 ტონა.

მერი ტაბატაძე