ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

„აღნიშნული პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ჩვენს ზომებს გააძლიერებს, მათ შორის სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ორშაბათს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) სანქციებს ითვალისწინებს.