ნიუ-იორკი ავტომობილებით გადატვირთულ მსოფლიო ქალაქებს შორის ზედიზედ მეორე წელია, ლიდერობს.
ინფორმაციცას Bloomberg ავრცელებს.
ხანგრძლივი საცობების გამო ნიუ-იორკი პოტენციურად 9,1 მლრდ დოლარს, განსაკუთრებით, ბიზნესრაიონებში კარგავს.
უბრალო მძღოლმა, რომელიც ავტომობილით ქალაქის გავლით მოძრაობს, გასულ წელს საცობების გამო 101 სთ დაკარგა, რაც მსოფლიოს, თითქმის, 1000 ქალაქს შორის ყველაზე დიდი დროა.
Bloomberg-ის შეფასებით, ქალაქებში საცობების ბუმი COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გამოცოცხლებაზე მიუთითებს, თუმცა ამან, მძღოლებს, ასევე, მილიარდობით დოლარის დრო დააკარგვინა.
2023 წელს საგზაო საცობები აშშ-ს 70,4 მლრდ დოლარზე მეტი დაუჯდა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 15%-ით მეტია. მძღოლი საცობების გამო, საშუალოდ, 42 საათს კარგავს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, მსოლფიოაში პირველად, აშშ-ში საცობების გამო გადასახადის დაწესების ინციატივით გამოივდნენ. ეს იმ მძღოლების დაბეგვრას ითვალისწინებს, რომლებიც ნიუ-იორკის ცენტრალურ ბიზნესრაიონში, მანჰეტენზე ავტომობილით გადაადგილდებიან.
საცობების რეიტინგში მეორე ადგილზე მეხიკო-სიტია, რომელესაც ლონდონი, პარიზი და ჩიკაგო მოსდევს. რეიტინგი მოსახლეობის რაოდენიბის მიმართ საცობების გავლენით განისაზღვრება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ