"მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა"

რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“როდესაც სომხეთის მთლიანად იყო რუსეთზე დამოკიდებული, ნუ თუ ომი არ გვქონდა? გვქონდა. მოდით დავაფიქსიროთ, რომ ამ არსებული ვითარების გამო ჩვენ ომში აღმოვჩნდით, ამ ცვლილებებით სტაბილურობის მოტანას ვცდილობდით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცვლილებები სტაბილურობამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა გრიგორიანმა.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო.

“ეს მოხდა, როდესაც მთლიანად რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული. რუსეთი მოვიდა, მთიანი ყარაბაღი წაგვართვა, ის აზერბაიჯანს დაუბრუნა, შემდეგ წავიდა, აი ეს არის მთელი რეალობა. ვამტკიცებ, რომ მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო. რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა,” - განაცხადა გრიგორიანმა.­