საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და დასძინა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
„ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას!
წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!“ , - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.