რა ღირს საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები

30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს გერმანიის ქალაქ კოლნში დაუპირისპირდება. ბილეთების შეძენა უეფას ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი და მისი ფასებია:

  • ფან-ზონა - 50 ევრო;
  • მე-3 კატეგორია - 85 ევრო;
  • მე-2 კატეგორია - 175 ევრო;
  • 1-ლი კატეგორია - 250 ევრო;
  • პრემიუმ-ადგილი - 500 ევრო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ეკა დარჩიაშვილი