ყველაზე მეტ ფულს სამშობლოში კვლავ ემიგრანტი ინდოელები რიცხავენ

ინდოეთმა საზღვარგარეთ მყოფი თავისი მოქალაქეების ფულადი გზავნილების ოდენობით მსოფლიოში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში წერია.

კერძოდ, 2023–2024 ფისკალური წლის შედეგებით, რომელიც მარტში დასრულდა, ქვეყანამ თავისი დიასპორისგან რეკორდული, 107 მლრდ დოლარი მიიღო.

ინდოელების მიერ სამშობლოში გაგზავნილი ფულის უმსხვილესი წყარო ისევ აშშ-ია, რომლის წილიც 23%-ს შეადგენს.

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მიერ გადარიცხვების ოდენობით პირველ სამეულში, ასევე, მექსიკა და ჩინეთი შედიან. კერძოდ, უცხოეთში მყოფმა მექსისკელებმა თავის სამშობლოში 67 მლრდ დოლარი, ჩინელებმა კი 50 მლრდ დოლარი გადარიცხეს.

პირველ ხუთეულს ფილიპინები და ეგვიპტე ავსებენ. ემიგრანტმა ფილიპინელებმა სამშობლოში 40 მლრდ დოლარი, ეგვიპტელებმა კი 24 მლრდ დოლარი გადარიცხეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ