“ევრო 2024-ის უდიდესი შოკი“ - დასავლური მედია საქართველოს ისტორიულ გამარჯვებაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას პორტუგალიის ნაკრებთან დასავლური მედია ეხმაურება. წამყვანი გამოცემების უმეტესობა წერს, რომ თამაში ერთგვარი შოკი იყო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან დებიუტანტმა ჯგუფმა მსოფლიო ფავორიტს სძლია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გამოცემები აქცენტს აკეთებენ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე, რომელიც მატჩის დაწყებიდან 2 წუთში გაიტანა, გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც პრესტიჟულ ჩემპიონატზე 3 გოლის ავტორია და, რა თქმა უნდა, ნაკრების მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე, რომელმაც მიმდინარე თამაშზე არცერთი გოლი არ გაუშვა.

საქართველომ დამაჯერებლად დაამარცხა პორტუგალია და ევრო 2024-ის პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირზე გავიდა - წერს CNN.

საქართველო 2-0 პორტუგალია: ევროპის დებიუტანტები განსაცვიფრებელი გამარჯვებით მერვედფინალში გადავიდნენ“ - წერია უეფას ოფიციალურ გვერდზე.

დებიუტანტებმა ევრო 2024-ის შოკი მოახდინეს და განსაცვიფრებელი გამარჯვებით მერვედფინალში გავიდნენ“ – Eurosport.

ევრო 2024-ის უდიდესი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია“ – The New York Times.

კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვებით საქართველო მერვედფინალში გადაიყვანა“ – The Guardian.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ეკა დარჩიაშვილი