"ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში"

ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნულ ნაკრებს მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ, გუშინ, თითოეულ ქართველს აჩუქეს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევუერთდე მილოცვას ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მიმართ. ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში.

მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რომელიც გუშინ გვაჩუქეს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიამაყის განცდა, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიამაყის განცდა და მადლობა მათ ამ ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის, რომელიც მათ გუშინ აჩუქეს თითოეულ ქართველს," - განაცხადა პრემიერმა.