მოქალაქეებს, რომლებიც 30 ივნისს მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები მოემსახურებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 30 ივნისს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

მისივე თქმით, 30 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე კვლავ მოეწყობა 6 დიდი ტელევიზორი, სადაც გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული ნაკრების ესპანეთთან მატჩის ყურებას შეძლებს.

მისივე თქმით, დასწრება კვლავ უფასო იქნება.

„იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც გერმანიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, მიხეილ მეხის სტადიონზე ფედერაციასთან ერთად მოვაწყვეთ დიდი ტელევიზორები, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება. 30 ივნისს შესაძლებლობა ექნება ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი ექნება, უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს. დასწრება ყველანაირად უფასოა, 6 დიდი ეკრანი განთავსდება მინდორზე, სტადიონის გარეთ კი კვების ობიექტები იქნება განთავსებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.