მოქალაქეები ერთ მილიონ ლარამდე აღებულ სესხზე უარის თქმას შეძლებენ - აღნიშნულს გულისხმობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლითაც „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შევიდა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ახალ ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, საუბარია, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის ურთერთობების დარეგულირებაზე. მათ შორის, საფინანსო პროფუქტზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობებზე.
ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.
ამასთან, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს.
იხილეთ სრულად: “მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე” – რა იცვლება 1-ლი ივლისიდან