ენერგეტიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, რომ 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ ამ სფეროში გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით 284 ხელშეკრულებაა გაფორმებული.
„მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 ქარის, ხოლო 44 მზის ელექტროსადგური. დარწმუნებული ვართ, ყველა შესაბამისი პროექტი წარმატებით განხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობდა, ასევე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაახლოებით ერთ თვეში, ივლისში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.