თურქეთმა კრიპტოვალუტის გამოყენების წესები და ჯარიმები დააკანონა

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის გამოყენებას არეგულირებს და წესების დარღვევაზე ჯარიმებს აწესებს. ინფორმაციას საპარლამენტო ტელევიზია ავრცელებს.

ჯარიმა 7,5 ათასიდან 182,6 ათასამდე დოლარის გადახდას, ასევე, ფიზიკური პირებისთვის თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტი მმართველმა “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” პარლამენტს მაისში გადაუგზავნა. ის პროფილური უწყებების, კერძოდ, თურქეთის ფინანსური ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.

დოკუმენტის თანახმად, სწორედ ეს უწყება გასცემს ლიცენზიებს ბლოკჩეინის და მსგავსი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, გამოყენება-გაყიდვაზე, კრიპტოვალუტის გამოშვებაზე, გავრცელებასა და ვაჭრობაზე. ამიერიდან კრიპტოვალუტის ყველა გადარიცხვა რეგისტრირდება.

თურქეთში კრიპტოაქტივების რეგულირების საკითხი დიდი ხანია, განიხილება. მოელიან, რომ მიღებული დოკუმენტი ფულის გათეთრებასთან ბრძლის სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) “ნაცრისფერი” სიიდან ქვეყნის ამოღბას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის: თურქეთში ამჟამად კრიპტოვალუტას, დაახლოებით, 12 მლნ ადამიანი ფლობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ